суббота, 1 октября 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დასრულდა ტრენინგი. ტრენინგმა დაგვანახა, მოსწავლეთა სწავლის დონის ასამაღლებლად  თუ რამდენად  მნიშვნელოვანია პროექტული სწავლების დანერგვა სკოლებში.მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ  სწავლების პროცესში.
      ჩვენს ხელმძღვანელს  ეკა სამურკასოვს დიდ მადლობას ვუხდი  გაწეული სამსახურისთვის.

ჩემი თოჯინების თეატრი

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს  ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია   ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  შევიმუშავეთ  მეთოდები  თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის  ვისაც კომპიუტერი  მწყობრიდან აქვს გამოსული.
 კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან  ეს მთავარი კომპონენტია სასწავლო პროექტის გეგმაში, სადაც  აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი.