суббота, 1 октября 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დასრულდა ტრენინგი. ტრენინგმა დაგვანახა, მოსწავლეთა სწავლის დონის ასამაღლებლად  თუ რამდენად  მნიშვნელოვანია პროექტული სწავლების დანერგვა სკოლებში.მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ  სწავლების პროცესში.
      ჩვენს ხელმძღვანელს  ეკა სამურკასოვს დიდ მადლობას ვუხდი  გაწეული სამსახურისთვის.

ჩემი თოჯინების თეატრი

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს  ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია   ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  შევიმუშავეთ  მეთოდები  თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის  ვისაც კომპიუტერი  მწყობრიდან აქვს გამოსული.
 კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან  ეს მთავარი კომპონენტია სასწავლო პროექტის გეგმაში, სადაც  აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი.

пятница, 30 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეტ იმ მთავარ საკითხზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია.  ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები თუ როგორ შეიძლება ჩავრტოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში და ჩვენი იდეები დავაფიქსირეტ  სასწავლო პროექტის გეგმაში.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა  რამდენად აუცილებელია  შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება და   გამოყენება  მოსწავლის ნაშრომის შეფასებისთვის.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე


ამ მუდულმა  ნათლად დაგვანახა , რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა, რათა არ მოხდეს სხვისი უფლებების მითვისება.
  პრეზენტაცია მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოკლედ გადმოსაცემად  და ვიზუალური ხედვისთვის.

ჩემი თოჯინების თეატრი